სარალიძის მორიგი მოთხოვნა: "ველოდები პრემიერის შემდეგ განაცხადს გადადგომაზე"

01 Jun 2018 03:00

"ველოდები პრემიერის შემდეგ განაცხადს გადადგომაზე,“- ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გააკეთა. 

ზაზა სარალიძე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

პრემიერის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს და საქმეს პირადად მინისტრი უხელმძღვანელებს.

ზაზა სარალიძემ პრემიერის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

„ორი თვის წინ მივმართე გახარიას ტელევიზიით, რომ მინდოდა მასთან შეხვედრა და გამეზიარებინა ჩემი ეჭვები, მან მე არ მომისმინა, არ მომისმინა კი არა, არც მიმიღო,“- აღნიშნა სარალიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი