კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს - კალაძე

11 Jul 2021 18:31

კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს", - წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე".


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი