"პრემიერს მინდა მივმართო, აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი" - ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

11 Jul 2021 19:51

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თოქ­შო­უს წამ­ყვა­ნი, ინგა გრი­გო­ლია აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს. მან პრე­მი­ერს ტე­ლე­ე­თე­რი­დან მი­მარ­თა.


"ჩვენ ვცხოვ­რობთ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მე­დი­ას კლა­ვენ. სა­დაც ხე­ლის­ფუ­ლე­ბამ გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის მომ­ხრე­ებს მთა­ვა­რი მე­სი­ჯი - სა­დაც და­ი­ნა­ხავთ მიკრო­ფო­ნი­ანს და კა­მე­რი­ანს, მი­ა­დე­ქით და სცე­მეთ. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს კლა­ვენ.


მინ­და, მივ­მარ­თო იმ ხალ­ხს, მთე­ლი ეს დღე­ე­ბი რომ გვა­მუ­ნა­თებ­და. შენ წვე­რი­ა­ნო, უწ­ვე­რო, თავ­საფ­რი­ა­ნო, უთავ­საფ­რო, და­გიდ­გე­ბათ ერთი დღე, როცა სახ­ლში შე­მო­გი­ვარ­დე­ბი­ან, როცა რა­ღა­ცის თქმა მო­გინ­დე­ბათ და არ­სად აღარ გე­ყო­ლე­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტი და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა, ვის­თანც მიხ­ვალთ და თქვენს თავ­ზე, თქვენს დარ­ღვე­ულ უფ­ლე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კებთ.


იმ­დე­ნი არ ქნათ, ხალ­ხო, რომ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია მარ­თლა გაქ­რეს... ვინ­მეს ეჭვი გე­პა­რე­ბათ, რომ ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, არ მე­პა­რე­ბა. ეს რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, ეს არ მოხ­დე­ბო­და, პრე­ვენ­ცი­ის­თვის ხო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ - სპეც­რაზმს ხო გა­მო­იყ­ვან­დნენ...


ვინ­მეს ეჭვი გე­პა­რე­ბათ, რომ ამ წვე­რი­ა­ნებს თუ უწ­ვე­რო­ებს, არ ვიცი, რა ვუ­წო­დო, ამ არა­ა­და­მი­ა­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აქვთ კავ­ში­რი. ვის სჭირ­დე­ბა, ხალ­ხო, თქვე­ნი სამ­ძი­მა­რი?! რა­ღა­ცა ენის მო­ჩლე­ქა, რომ იზი­ა­რებ "ტვ პირ­ვე­ლის"... იზი­ა­რებ კი არა, პრე­მი­ერს მინ­და მივ­მარ­თო, აიღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­და­დე­ქი. რო­გორც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა, აიღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­და­დე­ქი... თუ ვინ­მე პო­ლი­ტი­კო­სი მე­ტყვის, რომ ამ ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, ჩვენ ისევ იგი­ვე პრე­მი­ე­რი გვყავს, რო­მელ­მაც წა­ა­ქე­ზა იმ დი­ლით ხალ­ხი... რა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხიც არ უნდა და­ი­დოს... თქვენ რამე ხო არ გეშ­ლე­ბათ? ვინ შე­ჭამს თქვენ შე­კე­რილს?


თუ მცე­მენ აქ­ცი­ა­ზე, და­მა­ზი­ა­ნე­ბენ, ძვლებს ჩა­მიმ­ტვრე­ვენ, თვალს ამომ­თხრი­ან და კარ­გი, იმ მო­მენ­ტში გა­დავ­რჩი და მერე სახ­ლში წა­ვე­დი და დარ­დის­გან გა­მის­კდეს გული, ვინ არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?! ძვა­ლის გა­ტეხ­ვაა მი­ზე­ზი, თუ ადა­მი­ანს ღირ­სე­ბა აქვს, ხალ­ხო... ღირ­სე­ბა აქვს, ხალ­ხო! იცით თქვენ რა არის?! სახ­ლში შენს თავ­თან მარ­ტო რომ დარ­ჩე­ბი და რომ ხე­დავ კად­რებ­ში, რო­გორ გცე­მენ და ეს რო გახ­რჩობს, ეს არის ღირ­სე­ბა..."


პო­ლი­ცია რომ აპი­რებ­და შე­მო­ვარ­დნას, ლექ­სო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ადგა და აქ გა­მო­იქ­ცა, მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა: ინგა მე ამათ ვუ­ჩივ­ლე­ბო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­აპტ­რი­არ­ქო­სო - ჩა­მომ­თვა­ლა. ალ­ბათ სტრას­ბურ­გამ­დე მი­ვა­ლო. მე პი­რო­ბა მი­ვე­ცი - შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. დღეს უკვე მკვდარს მინ­და, ვუ­თხრა - მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, არც სამ­სა­ხუ­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, არც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, სამი დღის წინ იყო ეს სა­უ­ბა­რი და არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოთ, ახლა იწყე­ბა თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა", - თქვა ინგა გრი­გო­ლი­ამ.





კომენტარები:

ფართი შოპი