ნიკოლოზ მეტრეველი: როგორც ახლა მითხრეს, მარკირებული დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ჰპირდება თავის აქტივისტებს, რომ სულ რამდენიმე საათში რუსთაველზე იქნება

11 Jul 2021 20:18

როგორც ახლა მითხრეს, მარკირებული დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ჰპირდება თავის აქტივისტებს, რომ სულ რამდენიმე საათში რუსთაველზე იქნება და აქამდე კი მათ მაქსიმალურად უნდა დაძაბონ ვითარება!, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი.


მისი თქმით, სააკაშვილი ზუსტად ასევე ჰპირდებოდა 2019 წლის 20 ივნისსაც, რომ თითქოს სამართალდამცავებთან ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ისინი მათ მხარეს იყვნენ.


„როგორც ახლა მითხრეს, მარკირებული დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი, კვლავ ჰპირდება თავის აქტივისტებს, რომ სულ რამდენიმე საათში რუსთაველზე იქნება და აქამდე კი მათ მაქსიმალურად უნდა დაძაბონ ვითარება! საზოგადოებას კარგად ახსოვს - ზუსტად ასევე ჰპირდებოდა 2019 წლის 20 ივნისსაც, რომ თითქოს, სამართალდამცავებთან ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ისინი მათ მხარეს იყვნენ!


აქედან გამომდინარე: ყველა მოქალაქის ჯანსაღი პროტესტი ცხადია, სრულიად ლეგიტიმურია, მაგრამ ამავე დროს ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ მივცეთ საშუალება ქვეყნისთვის მტრულ ძალებს, განავითარონ ნებისმიერი რევოლუციური სცენარი საქართველოში!“, - წერს facebook-ის გვერდზე ნიკოლოზ მეტრეველი.


ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.


ოპერატორს 5 ივლისს, „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო.





კომენტარები:

ფართი შოპი