„რა უნდოდათ ჩემ შვილთან... ნარკოლოგი ვარ მე თვითონ, ვინ რას მასწავლის?.." - ლაშქრავას დედის კომენტარი შვილის გარდაცვალების სავარაუდო დეტალებზე

11 Jul 2021 21:24

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე ფიქრობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი არის ის დაზიანებები, რომელიც მას ძალადობრივმა ჯგუფებმა აქციის გაშუქებისას მიაყენეს.


„სახე სტკიოდა, ნაოპერაციები იყო, ძვლები ხომ ჩატეხილი ჰქონდა. ან ანევრიზმა იყო ან თრომბი იყო - ესე იგი ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. ამ ტვინში ურტყეს, მაგას ხომ თავში ურტყავდნენ ძირითადად, ამ თავში რა მოხდა არ ვიცი...


სულ ყველას დასტყდომია ის ხელები, ყველა დედის შვილები არიან, მაგრამ რა უნდოდათ ჩემ შვილთან?! რომელ მხარეს იყო ჩემი შვილი?! იქითა მხარეს თუ აქეთა?! რა უნდოდათ?! ამას ვერ ვინელებ. თავის საქმეს ასრულებდა", - განაცხადა გარდაცვლილი ოპერატორის დედამ.


„წერია, რომ იქ უკეთებდნენ სამი დღე... ნარკოლოგი ვარ მე თვითონ. ვინ რას მასწავლის? რაც უნდათ დაწერონ" - ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა იმ ვერსიაზე საუბრისას, რომელსაც შსს-მ ივარაუდა.


„ისედაც უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებლები და კონკრეტულად რა პრეპარატები უკეთდებოდა ეს ისტორიაში წერია. თუ ექსპერტიზას აინტერესებს რა ნივთიერებები უკეთდებოდა, ამოიღონ ისტორია და წაიკითხონ - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.





კომენტარები:

ფართი შოპი