ეკა მიშველაძე - ღარიბაშვილო, გეყოს ძალა და წადი, შენ თვითონ წადი! - თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს, ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა!

11 Jul 2021 22:42

თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს! ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა! ახლა გაჩვენებთ იმას, რაც 9 წლის განმავლობაში ვერავინ გააკეთა! ღარიბაშვილო, მართლა გეყოს ძალა, ახალგაზრდა კაცი ხარ, თუ გინდა მომავალი გქონდეს, წადი, შენ თვითონ წადი!, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც მან მმართველ გუნდს მიმართა.


როგორც მიშველაძე აღნიშნავს, უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და სამღვდელოება, ისინი „ვინც საზოგადოებას ძალადობისკენ მოუწოდებდა“.


" ყველა ჩენგანი ვგლოვობთ. მადლობა ვინც აქ ხართ, გზაშია, ამ ქვეყანას გულშემატკივრობს. ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს! არანაირი პრესკონფერენცია და ექსპერტიზა! არაფერს არ აქვს აზრი. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას! თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს! ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა! ახლა გაჩვენებთ იმას, რაც 9 წლის განმავლობაში ვერავინ გააკეთა! ჩვენ, მედია გავაკეთებთ, განახებთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, რომელიც ეთერში გიწვევდათ და თქვენ, არ მოდიოდით!

თქვენგან, წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია! საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ამას ვერ გაამართლებთ!


უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეთ! უნდა დასრულდეს! ღარიბაშვილო, მართლა გეყოს ძალა, ახალგაზრდა კაცი ხარ, თუ გინდა მომავალი გქონდეს, წადი, შენ თვითონ წადი! წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილი და სამღვდელოება, ისინი ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ! თქვენ არ გაქვთ უფლება ღმერთის სახელით ილაპარაკოთ, თქვენ თვითონ დაყარეთ გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არ იქადაგოთ, ხმა არ ამოიღოთ არავინ! სამარცხვინოები ხართ!“, - განაცხადა მიშველაძემ.


შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი