ვატო წერეთელი - ბიძინა ივანიშვილს ხვალ დილამდე აქვს დრო, გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მთავრობა

11 Jul 2021 22:48

ბიძინა ივანიშვილს ხვალ დილამდე აქვს დრო, გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მისი მთავრობა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლების სახე დათხრილი თვალები და ნაძალადები ერია.


„ეს არის ამ ხელისუფლების სახე, დათხრილი თვალები, ნაძალადევი ჟურნალისტები და თვითონ ერი. ბიძინა ივანიშვილს ხვალ დილამდე აქვს დრო, გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მისი მთავრობა“, - აღნიშნა წერეთელმა.


შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი