ვახო სანაია - ღარიბაშვილი დღეიდან აღარ არის პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური

11 Jul 2021 22:52

ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და უნდა წავიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, მთავრობა უნდა გადადგეს და პასუხი აგოს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე.


„ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვეშინია თქვენი. ყოველთვის იყო მოწოდება, „ნუ მომკლავ“ და დღეს გვაქვს მოწოდება - „ვერ მოგვკლავ!“. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს საფიქრალად აქვს დილამდე, ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და ის უნდა წავიდეს“, - განაცხადა სანაიამ.


შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი