კოვიდით გარდაცვლილი ქალი, რომელსაც ორი კვირის ჩვილი დარჩა, ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილია - „ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს..."

12 Jul 2021 11:02

"მშვიდად განისვენე ალბათ ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს" - კოვიდით გარდაცვილი ქალი, რომელმაც ორი კვირის წინ იმშობიარა, ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილია


30 წლის ქეთევან ისაკაძე რომელიც გუშინ ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდ-19-ს ემსხვერპლა ცნობილი ბიზნესმენის ალიოშა (ალეკო) ისაკაძის ქალიშვილია. 


ოჯახის ახლობელი "მარაოს" უყვება, რომ ქეთევანმა ორი კვირის წინ იმშობიარა და გოგონა - ელისაბედი შეეძინა, თუმცა შვილთან ერთად დროს გატარება არ დასცალდა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი უეცრად განვითარებული თრომბი გახდა. ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ქეთევანი თავს კარგად გრძნობდა და კლინიკიდან უდა გამოეწერათ, თუმცა ოჯახს მოულოდნელად მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.


აღნიშულზე სოციალურ ქსელში ქეთევანის ერთ-ერთი მასწავლებელიც, ნონა სალაღაია წერს:


"ჩემი მოსწავლე იყო, სულ რამდენიმე თვე. ეს სურათი მისი გვერდიდან უნებართვოდ ჩამოვტვირთე, იმედია, მაპატიებს. ასეთი სინატიფე იშვიათად მინახავს, ყოველი მისი მოსვლა ისე მიხაროდა და თან იყო უზომოდ თავმდაბალი, კეთილი და კეთილგანწყობილი.


ორი კვირის წინ იმშობიარა და ძალიან ამაყი იყო, რომ მან ეს შეძლო. დღეს ის კოვიდმა დაამარცხა. ისეთი შოკია, ისე მტკივა ქეთი, ისეთი უსამართლო ყოფილა ბუნება შენ მიმართ, მაშინ როცა მეგონა, რომ არაფერი არ დაენანა და ყველა სიკეთე შენ დაგაბერტყა თავისი კალთით. მშვიდად განისვენე ალბათ ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს. მენანები, საოცრად მენანები“, - დაწერა ნონა სალაღაიამ.


რეზონანსი






კომენტარები:

ფართი შოპი