„წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და მე გამომგზავნა“ - არქიმანდრიტი იოანე ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა

12 Jul 2021 11:48

„ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს პატრიარქის სახელით მიუსამძიმრეს. გვიან ღამით ოჯახში პატრიარქის სახელით სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მივიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქი მომხდარის გამო ძალიან წუხს.


არქიმანდრიტის თქმით, პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას ეკისრება.


„შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია... უსამძიმრებს უწმინდესი და სამღვდელოება მის ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, ალბათ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი," - განაცხადა არქიმანდრიტმა.





კომენტარები:

ფართი შოპი