ნათია ფანჯიკიძე: სისტემა არ უნდა სრესდეს ადამიანებს და ხალხი მორჩილად არ უნდა ეგუებოდეს ამას!

01 Jun 2018 12:46

"რამდენიც არ უნდა გადავიდეს აქცენტი იმაზე, რომ "ნაციონალებმა ხელში ჩაიგდეს მიტინგი", ვერ გადაძლევს მთავარ პრობლემას, რასაც ხალხი ითხოვს, - სამართლის სისტემა არის ჩამოსაშლელი და თავიდან ასაწყობი. სამართლის სისტემის სიმახინჯე რადგანაც მთლიანად პოლიტიკის საკითხია, გასაკვირი არაა, არანაირი მიდრეკილების პოლიტიკოსების ადგილზე ყოფნა. მონა შოთაძე არ იყო, უდანაშაულო სამხედროები ციხეში რომ აყურყუტა პოლიტიკის გამო? უამრავი ადამიანი იყო აქციაზე, უმეტესობას, ჩემი ჩათვლით,  საერთოდ არავითარი პოლიტიკური ძალის მიმართ არა აქვს არც სიმპატია და მითუმეტეს არც მორჩილება. ადამიანებს სჭირდებათ სამართლის პოვნის გარანტირებული განცდა. სამართლიან გარემოშია მხოლოდ შესაძლებელი ქვეყნის ნორმალური განვითარება. ეს არის დაცულად თავის გრძნობის ფუნდამენტი. სისტემა არ უნდა სრესდეს ადამიანებს თავის ნებაზე და ხალხი მორჩილად არ უნდა ეგუებოდეს ამას."


კომენტარები:

ფართი შოპი