თეა წულუკიანი - როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს

12 Jul 2021 15:44

როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლგბტ თემს სურდა კიდეც ამისი მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ სურდათ იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომელთა მიზანი პროვოკაცია იყო.

 

 

„პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და  ამიტომაც მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას. როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს სურდა კიდეც ამისი მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომელსაც სურდათ ეს პროვოკაცია. პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ, თქვენ გინდათ აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ კარგად და ეს ძალიან კარგია, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას და ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას. ახლა სიმშვიდის დროა, ახლა უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, რომელიც არის ოპერატორის გარდაცვალება, ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი