ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე.
სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ლაშქარავა წამალდამოკიდებული რომც ყოფილიყო, მის ცემას არანაირი გამართლება არ აქვს.
„რამე ცუდი რომ უნდათ თქვან ადამიანზე საქართველოში, ან წამალდამოკიდებულია, ან გეია ამ ქვეყანაში!! ნუ ამ წუთს წამალდამოკდებულის ვერსია განიხილება კომენტარებში (ჩამპალი ნარკომანი, ორივე პახ გახსნილი წყალწაღებული ნარკომანი და ბევრი სხვა რამე კიდე) დაუშვათ იყო წამალდამოკიდებული, მერე ეს ცვლის იმას, რომ სასტიკად სცემეს? რატო არავინ განიხილავს ვერსიას, რომ სუიციდი იყო? ან და მოიხმარა ნარკოტიკი ტკვილის გამო, ან და აბსტენეციის გამო და ვინაიდან ორგანიზმი იყო დასუსტებული, ზედოზირება განვითარდა? ვერსია უამრავია და ახლა მისი დადგენა ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ იმიტომ, რომ წამალდამოკიდებული იყო არ ვიცი, იყო თუ არა, ამის გამო მის ცემას არანაირი გამართლება არა აქვს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ეს გააკეთა და მიიყვანა ეს ადამიანი სიკვდილამდე !“ - წერს ზურა სიხარულიძე.