ლევან დავითაშვილი - პრემიერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა აღიკვეთოს და უნდა დაისაჯონ პირები მაქსიმალური სიმკაცრით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს - ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპები, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა

12 Jul 2021 18:12

რადიკალური ძალების მხრიდან ნებისმიერი მომენტის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია იყოს არეული, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ძალადობის ფაქტების მხარდაჭერა და ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.


„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა აღიკვეთოს და უნდა დაისაჯონ პირები მაქსიმალური სიმკაცრით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს - ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპები, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა“, -  აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.





კომენტარები:

ფართი შოპი