„ამან ხომ ისედაც იცის, რომ სანამ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, ციხეს ვერ ეღირსება“ - გელა ზადელაშვილი

12 Jul 2021 20:10

ჟურნალისტი გელა ზადელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ინგა გრიგოლიას შესახებ წერს. 


როგორც ჟურნალისტი წერს, სანამ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, ციხეს ვერ ეღირსება. 


მან ასევე დღევანდელი მოვლენა 1991 წლის მოვლენას შეადარა, სადაც ლუიზა შაკიაშვილმა ზვიად გამსახურდია ს მიმართა. 


„1991 წელია, ზვიად გამსახურდია ტელევიზიაშია მოსული. ფოიეში (პირველ სართულზე) ლუიზა შაკიაშვილი გადაუდგა დოინჯითა და წიოკით, ფეხებიც მხრების სიგანეზე ჰქონდა გადგმული:


დამიჭირე, ზვიადი, დამიჭირე, და-მი-ჭი-რე, და-მი-ჭი-რეეეეე!!!
- ქალბატონო ლუიზა, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, თქვენ ციხეს ვერ ეღირსებით, - მიუგო ღიმილით ზვიადმა.

დღეს ინგა გრიგოლიამ გაიგიჟა თავი, ყარა ქოშები უკუღმა და ცრემლთა ღვარღვარით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს:


-მოდი, აბა, დამიჭირე, ირაკლი, მოდი, და-მი-ჭი-რე, და-მი-ჭი-რეეეეეეეე!!!
-ახლა, ამან ხომ ისედაც იცის, რომ სანამ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, ციხეს ვერ ეღირსება, ასე უშნოდ რეიზა იჭინთება?
-აჰ, როლი აქვენ ამნაირი?
-ჰოოო... მაშინ - ჰოოო!


ეჰ, ისტორია რა მალ-მალე მეორდება?!,“- წერს გელა ზადელაშვილი.



digest  ge 




კომენტარები:

ფართი შოპი