პარლამენტთან აქციაზე მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

12 Jul 2021 21:32

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები იკრიბებიან.


ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.


აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.


პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.





კომენტარები:

ფართი შოპი