ამბროლაურში პროფესიული სასწავლებლის ''ერქვანის'' მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

12 Jul 2021 23:30

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მშენებლობის პროცესს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


 პროექტი გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობას, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, სასწავლო და საცხოვრებელ ოთახებს.

  

200 სტუდენტზე გათვლილ კოლეჯში, თავდაპირველად შესაძლებელი იქნება ბუღალტერიის, ელექტროობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, თაბაშირ/მუყაოს კონსტრუქციის სამუშაოების, იატაკისა და ფილის სამუშაოების შესწავლა. პროექტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 1 188 136 ლარს შეადგენს.


 თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კოლეჯი რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მისცევს შესაძლებლობას მიიღონ მაღალი დონის პროფესიული განათლება.





კომენტარები:

ფართი შოპი