ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება

12 Jul 2021 23:35

სამების ტაძრის არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, მართალია, ლექსო ლაშქარავამ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოასწრო, მაგრამ დედამისს უახლოეს პერიოდში შეხვდება.

„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ბოლო პერიოდში ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა შეხვედრა და მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მის დედას აუცილებლად შეხვდება“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.


მისი ინფორმაციით, საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა“.


„კონკრეტული სასულიერო პირები, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, ვიცი, რომ იყვნენ დაბარებული საპატრიარქოში. მღვდელმთავრებმა მოსთხოვეს ყველაფერზე პასუხი“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.


ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მოძალადე სასულიერო პირებზე რა რეაგირება იქნება, არქიმანდრიტი აცხადებს, რომ არსებობს რჯულის კანონი და ამის მიხედვით იმოქმედებენ.


„არსებობს რჯულის კანონი, როგორც სახელმწიფოს აქვს კანონები, ასევე აქვს ეკლესიას. აქედან გამომდინარე, იქნება სწორედ რეაგირება. მღვდელმთავრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.





კომენტარები:

ფართი შოპი