"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

13 Jul 2021 01:03

ბოდ­ბელ მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს, მე­უ­ფე ია­კობს ქა­და­გე­ბის შემ­დეგ, ტა­ძარ­ში მყო­ფი მრევ­ლი­დან ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე და­უ­პი­რის­პირ­და და მან ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს მან­კი­ე­რე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კა.


"ასე­თი ქა­და­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა რა­მეს მი­ვაღ­წი­ოთ?! ასე­თი ქა­და­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვოთ?! დე­მოკ­რა­ტია მო­ვი­პო­ვოთ?! კარ­გად მო­იქ­ცნენ სა­პატ­რი­არ­ქოს წევ­რე­ბი?! ეს ქა­და­გე­ბა არ არის, ეს ერის უკან სვლაა, მეტი არა­ფე­რი. მო­დით, ჩამ­ქო­ლეთ ახლა ყვე­ლამ, მო­მი­სი­ეთ ეს ხალ­ხი. რა გინ­დათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, რა გინ­დათ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან? ეს არ არის ქა­და­გე­ბა, ეს არ არის სიყ­ვა­რუ­ლის­კენ სწრაფ­ვა, ეს არ არის ნამ­დვი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა. ეს მი­წას­თან გას­წო­რე­ბაა ყვე­ლაფ­რის, ეს არის ბიზ­ნე­სი, ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­ლის ჩახ­შო­ბა, მეტი არა­ფე­რი.


გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა­ფერ­მა, რაც ამ სო­ფელ­ში ხდე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, აი, ამ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ასე სა­უ­ბარ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ასე სა­უ­ბარ­მა. სად იყო სა­პატ­რი­არ­ქო, რა­ტომ მო­უ­წო­დებ­დნენ მღვდლე­ბი (ძა­ლა­დო­ბის­კენ), მო­დით და ჩამ­ქო­ლეთ ახლა. მე თვი­თონ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და ამ სო­ფელ­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი ოჯა­ხი მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, წა­არ­თვეს ხალ­ხს მი­წე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი, ჰექტრო­ბით მი­წე­ბი...


თქვე­ნი სო­ფე­ლი აქ არ არის, თქვე­ნი ქა­ლა­ქი აქ არ არის, იქ არის თქვე­ნი სო­ფე­ლი, იქ უნდა იბ­რძო­დეთ, იქ, რომ იქ და­იმ­კვიდ­როთ სა­სუ­ფე­ვე­ლი. მე ვერ ვხე­დავ აქ ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბას. დიახ, მარ­თლა ყარს სა­პატ­რი­არ­ქო, ყარს და თქვენ არ გინ­დათ რომ გა­სუფ­თავ­დეს ამ სუ­ნის­გან?!


მე ჩემი ცხოვ­რე­ბა მი­ვუ­ძღვე­ნი წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბას, მე ყო­ველ­თვის ვქა­და­გებ იმას, რომ რწმე­ნა არის ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი და მეტი არა­ფე­რი. მე ამას აქ ვერ ვხე­დავ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, თავი მო­ვიკ­ლა უკვე, ჩემი ოჯა­ხი მი­წას­თან გა­ას­წო­რეთ. ამ იღუ­მე­ნი­ას აქ მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო ბიზ­ნე­სე­ბი, აქ იყო დედა იო­ა­ნა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნებს მშვი­დად ეცხოვ­რათ, აი, ამ ქა­ლის აქ მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო ბიზ­ნე­სე­ბი, რად გინ­დათ ამ­დე­ნი ჰექტრო­ბით მი­წე­ბი? შპს არის ეს, შპს, მეტი არა­ფე­რი.


ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია, ერ­თმა­ნე­თი უნდა გვიყ­ვარ­დეს, უფა­ლი არის სიყ­ვა­რუ­ლი, ნი­ჭია სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ამათ სიყ­ვა­რუ­ლის ნიჭი არ გა­აჩ­ნი­ათ. მო­დით ახლა და ჩამ­ქო­ლეთ. დღეს თუ არა, ხვალ ჩამ­ქო­ლავთ", - მი­მარ­თა მო­ქა­ლა­ქემ მე­უ­ფე ია­კობ­სა და ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს.



ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი