ლევან ნიკოლეიშვილი - ცდილობენ მცირე ლოკაციაზე გადაინაცვლონ, იქნებ ბევრი გამოჩნდნენ

13 Jul 2021 01:20

„არ გამოდის გვარამია-სანია-გრიგოლიას დაძახილ-შეძახილზე ხალხი! არც გამოვა! ესენი ხომ ცნობილი ფეიკმეიკერები და სიცრუის მანქანის წარმომადგენლები არიან, უკვე არა მედია, არამედ ჩვეულებრივი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“! ამათ ხომ გარდაცვლილი კაცზე და ოჯახის ტრაგედიაზე (უკვე მერამდენედ!) ხელის მოთბობა გადაწყვიტეს“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ისინი მიხეილ სააკაშვილის დავალებას ასრულებენ.


„რევოლუცია, არეულობა, რუსული სცენარი აი, მათი ნარატივი! აი, დავალება რაც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს! ამის დასტურია დღეს პარლამენტში მოწყობილი, რა ვუწოდო არც ვიცი: კლოუნადა? არა!...კლოუნადა, როგორ ვუწოდო, კლოუნები საცირკო ხელოვნების ძალიან ღირსეული წარმომადგენლები, ბავშვების საყვარელი არტისტები არიან! ახლა ცდილობენ მცირე ლოკაციაზე გადაინაცვლონ, იქნებ ბევრი გამოჩნდნენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი