მოწყობილობები, რომელიც ყველგან კომფორტს შეგიქმნით

13 Jul 2021 02:59

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მოიხსნა და პანდემიაც მეტ-ნაკლებად დასასრულისკენ მიდის, ჯერ მაინც სასურველია უმეტესი დროის სახლში გატარება, თუმცა მიუხედავად ყველა ამ შეგონებისა, ზაფხული მაინც დასვენების, მოგზაურობის და გართობის პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა ზაფხული როგორ დაგეგმეთ, ნებისმიერი თავგადასავალი უფრო სასიამოვნოა, როდესაც სხვადასხვა საგნები თუ მოწყობილობები ჩვენ კომფორტზე ზრუნავენ. ამასთანავე, სხვადასხვა ტექნიკის კომპანიები ცხელ ფასდაკლებებს გვთავაზობენ ცხელ დღეებში, რომელიც სასურველია ხელიდან არ გავუშვათ.


ზაფხულის სიცხეს თუ მთაში ან ზღვაზე გაერიდეთ, ნამდვილად დაგჭირდებათ ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა პლანშეტები, ან სულაც ბლუთუზ დინამიკები, თუმცა სმარტფონი ნამდვილად ისაა, რაზე საუბარიც არც კი ღირს. სტატიაში მოგიყვებით იმ მოწყობილობებზე, რომელიც ზაფხულის კარგ ამინდს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის და გაალამაზებს.


პორტატული დინამიკი

სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა თავგადასავალშიც არ უნდა გაეხვათ, გზაზე რა დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეთ, ან სულაც რა ბედნიერებაც არ უნდა იპოვოთ ყოველთვის, ნამდვილად ყოველთვის საჭიროა კონკრეტული მომენტის საუნდრეკი. პორტატული დინამიკი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს კიდევ უფრო გაალამაზებს მომენტს. მოსახმარად საკმაოდ მარტივია, ძვირიც არ ღირს და ხარისხიც შესანიშნავი აქვს, ამიტომ მეგობრებთან ერთად მწვანე ტყეში მოწყობილი წვეულებების დროს საუკეთესო მეგობარია.


ბლუთუზ ყურსასმენი

თუ მუსიკა თქვენი ცხოვრების აუცილებელი პირობაა, ბლუთუზ ყურსასმენი აუცილებლად გექნებათ, თუმცა თუ ასე არ არის, საუკეთესო დროა მის შესაძენად. სადენიანი ყურსასმენისგან განსხვავებით, მოსახმარად ბევრად მარტივი და ეფექტურია, ამასთანავე უკეთესი ხარისხიც აქვს, ამიტომ საუკეთესო საჩუქარია, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთოთ, ხოლო თუ უკვე გაქვს, საუკეთესო საჩუქარი არსებულ ყურსასმენზე უკეთესი ყურსასმენია მხოლოდ.


პლანშეტი

შეიძლება ფიქრობთ, რომ სმარტფონი თქვენს ყველა მოთხვნას პასუხობს, თუმცა პლანშეტები ისეთი მოწყობილობებია, რომელიც გარკვეულწილად თქვენს სმარტფონს შეცვლის. მგზავრობისას სატარებლად მოსახერხებელია, მოსახმარად უმარტივესი, დროის გასაყვანად კი იდეალური. სმარტფონისგან დიდი ზომები განასხვავებს, რაც ნებისმიერი კონტენტის ყურებას უფრო სასიამოვნოს ხდის, ლეპტოპისგან განსხვავებით კი უფრო მოქნილი, დახვეწილი და კომფორტულია. ასევე, შესანიშნავი მოწყობილობაა სახატავად თუ თქვენი შესაძლებლობის დახვეწა გსურთ.


ფირის ფოტოკამერა

თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, თუმცა სმარტფონი იმ შედეგს არ იძლევა, რაც რეალურად გსურთ, ხოლო პროფესიონალური ფოტოაპარატისთვის ორგანოების გაყიდვა გიწევთ, ფირის ფოტოამერა იდეალური გამოსავალია, რომელიც ზაფხულის საუკეთესო მომენტებს ნათელ და რეტრო ფერებში აღბეჭდავს. მართალია, კადრების რაოდენობაში შეზღუდული ხართ, თუმცა პირველი ჩაჩხაკუების შემდეგ მიხვდებთ, რომ მთელი პროცესი ამად ღირს. გაითვალისწინეთ, ფირის ფოტოგრაფია ისეთივე ძველია, როგორც თავად პირველი ფოტოაპარატი, ამიტომ მოგიწევთ ფირის შეძენა, გადაღების შემდეგ კი მისი გამჟღავნება, თუმცა დაგვერწმუნეთ, როდესაც გამჟღავნებულ ფოტოებს იხილავთ, მიხვდებით, ამდენი ეტაპი ნამდვლად ღირდა და შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე მოლოდინი გქონდათ.


პორტატული დამტენი

რა ტიპის მოწყობილობაც არ უნდა იქონიოთ მოგზაურობისას, ყოველთვის აუცილებელია ის დატენილი იყოს, განსაკუთრებით საქმე სმარტფონებს ეხება. შესაბამისად პორტატული დამტენი სმარტფონთან ერთად აუცილებელი ნივთია, რომელიც უნდა გქონდეს. მოსახმარად მარტივია, მთავარია წინა საღამოს დატენო, რათა შემდეგ დღეს ერთგულად გემსახუროს.



კომენტარები:

ფართი შოპი