რა არის ანაბარი?

13 Jul 2021 03:02

თანხის დაგროვება და მიმოცვლა კაცობრიობის ისტორიასთან ერთად იცვლებოდა, ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ჩვენი ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, არასდროს ვიცით რა პრობლმემამ შეიძლება იჩინოს მოულოდნელად თავი, ამიტომ ვცდილობთ ვიყოთ წინდახედულები და მცირე დანაზოგი მაინც ყოველთვის გვქონდეს. შეიძლება პრობლემებს არც დაველოდოთ და დანაზოგი კონკრეტული, სასურველი მიზნისთვის დავაგროვოთ, რაც ასევე სამაოდ გავრცელებული ხერხია. ასეა თუ ისე, ყოველთვის სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ გარკვეული თანხა გადანახული გაქვს, რომლის გამოყენებაც შეგიძლია. ასეთი შემთხვევისთვის საუეთესო ალტერნატივაა ანაბრები - რაზეც სტატიაში ვისაუბრებთ გაგაცნობთ რა არის და როგორი სახის არსებობს.


ანაბარი სასესხო ხელშეკრულებაა, რომლის პირობით დროებით თანხას გადასცემთ ბანკს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკან იბრუნებთ განსაზღვრული დანამატით ბანკის მხრიდან. ანაბრით სარგებლობისას თავიდანვე შეგიძლიათ მიუთითოთ ანაბრის გამოტანის ზუსტი დრო, ან სულაც განუსაზღვრელი ვადა აირჩიოთ, თანხის გამოტანას კი მაშინ შეძლებთ, როცა ამას მოისურვებთ. ანაბრის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შეტანილი თანხა არ გეკარგებათ, პირიქით, გარკვეული რაოდენობის პროცენტს ბანკი თავად ამატებს ეტაპობრივად, რადგან ბანკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მუდმივად იყოს ისეთი მოცულობის თანხა, რომელიც მუდმივ ბრუნვაში იქნება, აქედან გამომდინარე, მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა პირობებს, რომელიც მორგებულია კომფორტზე და არის სანდო.


ანაბრის დაგროვების პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია და დაოჯახებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ბავშვის დაბადებისთანავე გააკეთონ ანაბარი მის სახელზე სამომავლოდ გამოსაყენებლად, იქნება ეს უნივერსიტეტის გადასახადი თუ სასიამოვნო დახმარება სახლის შესაძენად. საქართველოში ანაბრებზე მოთხოვნა დღითიდღე  უფრო იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ფულის შენახვისა და დაგროვების ამ მოდელს. არსებობს რამდენიმე სახის ანაბარი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა პირობები და გათვლილია სხვადასხვა საჭიროებაზე.


ვადიანი ანაბარი

ასეთი ტიპის ანაბრები იხსნება განსაზღვრული დროით - სტანდარტულად მინიმუმ სამი თვიდან მაქსიმუმ ოცდაოთხ თვემდე, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციაში პირობები განსხვავებული იყოს. საქართველოში ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია სამ ვალუტაში - ლარში, დოლარში და ევროში. ანაბრის გახსნა უფასოა. პირველადი შენატანი ბანკზეა დამოკიდებული, რომელიც სასურველია წინასწარ დააზუსტოთ. ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს ნომინალური სარგებელიც შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა უმეტესად გავრცელებულია 6%. თანხის დამატება შესაძლებელია, თუმცა სასურველია პირობები წინასწარ დააზუსტოთ.


საბავშვო ანაბარი

ასეთი ტიპის ანაბარი მცირეწლოვანი ბავშვისთვის კეთდება - თანხა გროვდება მის სრულწლოვანებამდე. ანაბრის პირველადი შენატანი 10 ერთეულია, გახსნა კი შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში - ლარი, დოლარი, ევრო და ფუნტი. საბავშვო ანაბრის მინიმალური პერიოდი 2 წელია, მაქსიმალური კი 18 წელი, თანხის დამატების შემთხვევაში კი უფრო მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ბანკის მხრიდან.


ანაბარი განკარგვის სრული უფლებით

განკარგვის სრული უფლება ნიშნავს ისეთი ტიპის შეთანხმებას, როდესაც ზუსტად განსაზღვრული დრო არ გაქვთ და შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ გადადებული თანხა. ასეთ დროს თანხის გამოტანისას სარგებელს არ კარგავთ, რომელიც ირიცხება ხელუხლებელ ნაშთზე. განკარგვის სრული უფლების ანაბარის პირობები სხვადასხვა ბანკში განსხვავებულია, შესაძლებელია მომსახურების საკომისიო იყოს დაწესებული, შეიძლება ანაბრის გახსნა იყოს ფასიანი.


ყულაბა

ანაბრის ყველაზე მარტივი ფორმაა ყულაბა, რომლის შემთხვევაშიც როდესაც რაიმეს იყიდით, გარკვეული თანხა დამატებით ჩამოგეჭრებათ და გადაირიცხება ანაბარზე. შესაძლებელია თავად აირჩიოთ რა რაოდენობის თანხა გირჩევნიათ ჩამოგეჭრათ გადასხისას, რათა გარკვეულ ვადაში კონკრეტული თანხა დააგროვოთ და ამასთან ძალიან არ „იზარალოთ“ თვის განმავლობაში ხელფასის ზედმეტი ხარჯვისგან.



კომენტარები:

ფართი შოპი