მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება მანიპულირება, თითქოს 5 ივლისს მიღებული ტრავმები წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლო ვერსიას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ასახსნელად

13 Jul 2021 13:14

არ შეიძლება იმით მანიპულირება, რომ თითქოს 5 ივლისს მიღებული ტრავმები წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლო ვერსიას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ასახსნელად,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს ადამიანური ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.


"სამწუხაროა, როცა საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის დიდი ადამიანური ტრაგედიის გამოყენების მცდელობას ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან, არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან. ფართო გაგებით ოპოზიციის მხრიდან წინასწარი დასკვნები კეთდება და ვითარების შემზადება, რომ რამენაირად სპეკულაციური ინტერპრეტაციები შესთავაზონ საზოგადოებას. ამ პათოსს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს. ექსპერტიზის შუალედური დასკვნის გამოქვეყნება რომ ყოველთვის არ ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასდროს ხდება. სიკვდილის მიზეზი რა იყო კონკრეტულ ვითარებაში, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს, არ შეიძლება მანიპულირება იმით, რომ თითქოს 5 ივლისს მიღებული ტრავმები წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლო ვერსიას გარდაცვალების ასახსნელად,"- განაცხადა სარჯველაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი