„მეუღლის ღალატი მართმადიდებლობაში ცოდვა რომ არის, ამას არ ასწავლეს?!“ - გიორგი ნაზღაიძე ზურა ხაჩიძეს დაუპირისპირდა

13 Jul 2021 13:19

მსახიობი გიორგი ნაზღაიძე მომღერალ ზურა ხაჩიძეს უპირისპირდება. 


ზურა ხაჩიძე გუშინ წერდა, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებია. ზურა გამოსავალს  ობიექტურ გამოძიებასა და რეალური დამნაშავეების დასჯაში ხედავს.


ხაჩიძე „ფეისბუკ ფრენდებს“ მიმართავდა, რომ თუ რომელიმე არის, ვინც პატრიარქის და ეკლესიას შეურაცხყოფას მიაყენებს, წაშალონ მეგობრებიდან. 


ნაზღაიძე კი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ხაჩიძის მისამართით წერს:


„ამას მეუღლის ღალატი და ავადმყოფილი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვების მცდელობა მართმადიდებლობაში ცოდვა რომ არის არ ასწავლეს?!


ამის საბლატაო რომ გახდება, აი, მართლა მანდ დაგვერხა,“- წერს გიორგი ნაზღაიძე.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი