საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებით საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი იზრდება

13 Jul 2021 14:28

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც თანასაკუთრების უფლებას ეხება. 

 

კანონპროექტში საზიარო უფლების გაუქმების დამატებითი საშუალებების გაჩენით საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი იძულებითი რეალიზაციისაგან მაქსიმალურად იქნება დაცული, გარდა ამისა,  ნატურით გაყოფის წინაპირობების მოქნილობის შემოღებით, სასამართლოსთვის  საკითხის უფრო სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობა იზრდება.

 

 

„ცხადია, თანასაკუთრება  ეს არის საკუთრების სახეობა და ჩვენი მიზანია,  წამოდგენილი კანონპროექტით გაიზარდოს საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

 

ცვლილებებით სასამართლოს უფლებამოსილება ენიჭება  კონკრეტულ შემთხვევებში გადადოს საზიარო უფლების გაუქმება არაუმეტეს 3 წლის ვადით;  უძრავი ნივთის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გაყოფიდან წარმოშობილი ნივთის ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ  - მის ფუნქციას. ნატურით გაყოფისას წარმოშობილი ხარჯები მოწილეებს შორის თავიანთი წილების პროპორციულად განაწილდება.




კომენტარები:

ფართი შოპი