გიორგი გახარია - სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო

13 Jul 2021 16:29

ის, რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან წამხალისებელი, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს -სახელწმიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.


„კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას ოჯახის წინაშე, მედია საზოგადოების, ჟურნალისტების წინაშე, „ტვ პირველის“ წინაშე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა, ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს - სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ ხოლმე ასეთი გონორით, რომ „ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ!“ - ეს უნდა გაითვალისწინონ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი