განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

13 Jul 2021 17:09

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს მიეცემა შესაძლებლობა, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დააფუძნონ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები.


„კანონპროექტის მიღება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანებს მისცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად, მოქნილად და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული გახადოს პროფესიული განათლება ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ. 


კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით,  ის, რომ აღნიშნული კომპეტენცია აქვთ მუნიციპალიტეტებს  და არ აქვს ავტონომიურ რესპუბლიკებს, მოქმედ კანონმდებლობაში საკანონმდებლო ხარვეზია.


დღესვე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს 2021 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან  ცვლილებაზე იმსჯელეს.






კომენტარები:

ფართი შოპი