გიგა მაქარაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

13 Jul 2021 17:27

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გამოაქვეყნა. ამავე პოსტში გიგამ აღნიშნა, რომ ინფიცირების გამო ლექსო ლაშქარავას დაკრძალვას ვერ ესწრება და თანამოქალაქეებს ოპერატორის დაკრძალვაზე მისვლა სთხოვა.


„დამიდასტურდა კოვიდი და ვერ ვესწრები ლექსოს გამოსვენება.

მიდით ხალხო, მიდით და გააცილეთ ჩვენი ძმა, ჩვენი მოკლული თანამოქალაქე უკანასკნელ გზაზე თავისუფლებისთვის ბრძოლას ლექსოს სახელიც ერქმევა და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სიმართლის გამარჯვებით“, - წერს გიგა მაქარაშვილი.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი