„დედის ხმა არ ამომდის ყურებიდან …. რომ შევედი ამომხედა და „რას მეტყვი რას?“ - ეკა ბესელია

13 Jul 2021 18:52

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.

 

 

დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ეკა ბესელიაც, რომელიც სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს.

„პირველ ემოციას გადმოვცემ დაკრძალვიდან გამოსული….
ტაშით გამოაცილეს ოპერატორებმა ლექსო….
გზა გაუხსნეს მარადიულობისკენ მიმავალ ახალგაზრდა კაცს ….

დედის ხმა არ ამომდის ყურებიდან …. რომ შევედი ამომხედა და „რას მეტყვი რას ????“
რა უნდა იყოს საშველი დედის???
არ ვიცი….


ხელისუფლებავ დაანებეთ ამ ქალის მკვლელობას თავი და ამ ტკივილთან დატოვეთ მშვიდად!!!
გამხეცებული ცხოველიც კი ჩერდება შვილმკვდარ დედასთან და თქვენ რა მოდგმის და რა სჯულის ხართ???


გამომყვა საშინელი ემოციაა, იმის განცდა, როგორ ვერ ვხვდებით რა ახლოსაა სიკვდილ- სიცოცხლის ზღვარი და როგორი პატარაა და არარაობაა ამ განცდაში ეს თქვენი ხელისუფლების ძალა…..
სად ხართ ასე შორს -ვერც სიცოცხლეში და ვერც სიყვარულში რომ ვერ დაინახეთ მორალული ზღვარი???,“- წერს ეკა ბესელია.


შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი