„წარმოუდგენელი ბოროტებაა, მძიმე კადრებით ითამაშოთ ისედაც დასტრესილ მაყურებელზე" - თამთა მეგრელიშვილი

13 Jul 2021 18:57

ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და საზოგადოების ნაწილს ამ თემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. 


“ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა ბიჭის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებსა და კოლეგებს.

საზოგადოება ხედავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების პირობებში კითხვა - რა მოუვიდა ახალგაზრდა მამაკაცს - პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ამ დროს კი უკვე პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებთ სამძიმარს. ეს არის წითელი ზღვრის გადალახვა და წარმოუდგენელი ბოროტებაა, მძიმე კადრებით ითამაშოთ ისედაც დასტრესილ მაყურებელზე და საზოგადოებაში გაზარდოთ უარყოფითი მუხტი. ნუთუ, ადამიანის სიკვდილი პოლიტიკურ მიზანთან უკვე აღარაფერია?! როგორ არ გრცხვენიათ? როგორც ჩანს ბოლომდე გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი.
სირცხვილია, სირცხვილია და ალბათ უფრო მეტია," - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.


pia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი