„შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა სამეცნიერო“ - არჩილ მარშანია

13 Jul 2021 20:39

ექიმი, არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პანდემიის მე-4 ტალღა რთული იქნება.


მისი თქმით, სახელმწიფომ შეზღუდვების მოხსნა პოლიტიკური ნიშნით გადაწყვიტა.


„არანაირი სტატისტიკის გაყალბება არ სჭირდება მეოთხე ტალღის დაანონსებას, ის იქნება და იქნება გაცილებით მძიმე, ახლა უკვე ბავშვების მეტი ჩართულობით, შეგახსენებთ რომ პედიატრიული „ქეისები“ ბევრია და ახალი შტამი იმატებს.

უბრალოდ ამაში დამნაშავე ის ხალხი კი არ იქნება რომელიც ნიღბის მოხსნას ზეიმობს და/ან წესებს არ იცავს და/ან ანტივაქსერულ პროპაგანდას ეწევა და/ან პანდემიაზე ფუნდამენტური თავისუფლებით და მსგავსი აბსურდული თეორიებით მსჯელობს.
დამნაშავეა სახელმწიფო რომლის მიერ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა შემთხვევების ზრდის პარალელურად იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არაფერი სამეცნიერო მასში არ იყო, რომელმაც ვერ გააკონტროლა ელემენტარული რეგულაციები მოსახლეობაში, ვერ შემოიტანა დროულად ვაქცინა და ვერ უზრუნველყო სწრაფი და ეფექტური ვაქცინაციის პროცესი“,- წერს მარშანია.




კომენტარები:

ფართი შოპი