"სრულიად საქართველოს ბედი სუბელიანების ხელშია - იქნებ ვინმემ მითხრას რომელი სოფლიდან არიან?"-ირაკლი კაკაბაძე

02 Jun 2018 17:55

"ეს სუბელიანი რა სერიოზული გვარი ყოფილა. 2018 წლის მაისის მთავარი გმირები სულ სუბელიანები არიან. ჯერ 12 მაისს ერთმა სუბელიანმა იცეკვა 9 აპრილის მემორიალზე. ახლა მთელი საქართველოს მთავრობას აქვს პრობლემა ვინმე სუბელიანის გამო. და რაც მთავარია, კიდევ მესამე სუბელიანს ბრალდება ხელის დაფარება ამ კრიმინალზე. უბრალოდ, იმან თავის დროზე ჭკუა იხმარა და გვარი სუბარად გადაიკეთა - ალბათ იაპონური მანქანა 'სუბარუ'-ს ხათრით. მოკლედ, ახლა სრულიად საქართველოს ბედი სუბელიანების ხელშია - იქნებ ვინმემ მითხრას რომელი სოფლიდან არიან?"


კომენტარები:

ფართი შოპი