რეგიონიდან ჩამოსულ მასწავლებელს გამოცდაზე გზის არცოდნის გამო დააგვიანდა

14 Jul 2021 12:50

133-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მასწავლებლების პროფესიული უნარების გამოცდაზე ერთმა მასწავლებელმა დაიგვიანა. ის გამოცდაზე 10 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.


მისი თქმით, რეგიონიდან ჩამოვიდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი, გზის არცოდნის გამო ტაქსს გლდანიდან გამოჰყვა, საცობების გამო შემოვლითი გზებით იარეს და ამიტომ დააგვინდა.


„ტაქსს გამოვყევით უკან შვილის მანქანით, რადგან გზა არ ვიცოდით. საცობები იყო და ტაქსმა სხვადასხვა გზებით იარა, ჩვენც მას მივყვებოდით და ამის მიუხედავად მაინც დამაგვიანდა”, – განაცხადა დაგვიანებულმა მასწავლებელმა.


მასწავლებელი საგამოცდო ცენტრის შიდა ტერიტორიაზეც არ შეუშვეს, მას კართან ადმინისტრატორი გაესაუბრა და აუხსნა, რომ რადგან ტესტები უკვე გახსნილია და გამოსაცდელებს მუშაობა დაწყებული აქვთ, მისი გამოცდაზე დაშვება ვეღარ მოხერხდებოდა.


დღეს ეროვნულ გამოცდებში მასწავლებლები ჩაერთვნენ. ჯამში მასწავლებლის გამოცდებს 28 ათასზე მეტი ადამიანი აბარებს.



digest.ge





კომენტარები:

ფართი შოპი