რატომ არ ჩანდა თიკა ფაცაცია? - ნახეთ, რა შეემთხვა ტელეწამყვანს

14 Jul 2021 14:41

მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. მან instagram გამომწერებს, ვიდეოს მეშვეობით უამბო, თუ რატომ არ ჩანდა აქამდე.


„მოვიდა დრო, რომ გითხრათ, რატომ არ ვჩანდი ამდენი ხანი, კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი. ახლა დავასრულე ეს პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. სრულიად უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის, არის აცრა და ყველა უნდა ავიცრათ“,- განაცხადა თიკა ფაცაციამ.


შეგახსენებთ, თიკას პირველად კორონავირუსი 2020 წლის ოქტომბერში დაუდასტურდა და მას აცრა არ გაუკეთებია.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი