„ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა"-ინგა გრიგოლია

14 Jul 2021 16:19

ტელეკომპანია "პირველის" წამყვანი და ყოფილი დირექტორი ინგა გრიგოლია ქუთაისში, მედიის წარმომადგენლების მიერ გამართულ პერფორმანსს ეხმაურება და კოლეგებს მადლობას უხდის გამოჩენილი სოლიდარობისთვის. 


„ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა. ეს ქუთაისია, სადაც იუსტიციის მინისტრს ჟურნალისტების პროტესტის გამო, დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლა მოუხდა. ასეთია გაბრაზებული მედიის ძალა და სოლიდარობა! ბრავო, კოლეგებო! ბრავო პროტესტს არ შევწყვეტთ, სანამ ჩვენს წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, არ მიიღებთ პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებას და რაც უფრო მეტად დაგვწამებთ ცილს და დაგვადანაშაულებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მით უფრო გამწვავდება მედიის პროტესტი",-წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.


ცნობისთვის, ქუთაისში, სადაც იუსტიციის მინისტრს ხელი მემორანდუმითვის უნდა მოეწერა, მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრის ღონისძიების დაწყებამდე პრემიერ მინისტრის გადადგომას და 5 ივლისს განვითარებული მოველენების დროს დამნაშავე ჯგუფების დასჯას მოითხოვდნენ, თუმცა მინისტრმა გეგმა შეცვალა და ღონისძიება ჩაშალა. ის დარბაზში აღარ შევიდა. მედიის წარმომადგენლებმა კი თავიანთი ღონისძიება მაინც ჩაატარეს.




კომენტარები:

ფართი შოპი