რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და მოადგილესთან ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა

14 Jul 2021 16:49

 აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის 20 ივლისს დაიწყო და დასრულდა მიმდინარე წლის 25 ივნისს. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1 320 000 ლარი შეადგინა და განხორციელდა მიწისქვეშა სანიაღვრე არხების, ქვაფენილების, ტროტუარების, ბორდიურების, ლანდშაპტური გამწვანების, დეკორატიული მეტალით შემოღობვის და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მონიტორინგისას გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ხარვეზი, რომელთა გამოსასწორებლად შემსრულებელ კომპანიას მიეცა გონივრული ვადა. გაგრძელდება რეგიონის მასშტაბით თითოეული პროექტის მიმდინარეობის კონტროლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება.





კომენტარები:

ფართი შოპი