„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე არსებულ ხარვეზს აფასებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ინფექციის მზარდი მაჩვენებლის ფონზე ერთადერთი გამოსავალი მასიური ვაქცინაციაა, მოსახლეობა ამას ვერ ახერხებს რადგან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალშე რეგისტრაციის შეფერხებაა. ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რომ აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას
„ვაქცინაზე რეგისტრაციის საიტი კვლავ გათიშულია. ინფექციის მზარდი მაჩვენებლის პირობებში, გაუარესებული ეპიდვითარების პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის მასიური ვაქცინაცია. ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ ვერ ახერხებს, რომ საიტმა გამართულად იმუშაოს. უამრავი ადამიანი ელოდებოდა ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას. 1 მილიონის ნაცვლად შემოიტანეს 28 000, მაგრამ ამაზეც შეუძლებელია დარეგისტრირება. მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს, რომ იმოქმედოს მყისიერად, აღმოფხვრას ხარვეზი და ისედაც შეფერხებული ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო არ დაზიანდეს. ნუ გააჩენთ განცდას, რომ მსგავსი ხარვეზები ხელოვნურად არის შექმნილი, რომ სასურველ ვაქცინაზე რეგისტრაცია "ჩაწყობით და ქართულ-ჯიგრულ პონტში" ხდება“ - სერგო ჩიხლაძე.