საქართველოში ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება - „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ.
ამ ამბავს გამოეხმაურა ტელეკომპანია „პოსტ ტვ-ის“ დირექტორი, შალვა რამიშვილი და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ის კრიტიკული მედიის უფროსებს მიმართავს და ეუბნება, რომ ხალხს მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
„ბანძო და ჩმორო „კრიტიკული მედიის“ უფროსებო.
რომ გათიშეთ თქვენი „ტელევიზიები“ გეგონათ, რომ კალთებს ჩამოგახევდათ ერი? ხალხის უმრავლესობას არ ევასებით.
არ ევასებით ბინძური „ფეიკების“, ეკლესიაზე შეტევების, სადისტური პოლიტ-ძალების დაკვეთების შესრულების, გვამებით ვაჭრობის, ქაჯობისა და გოიმობის გამო.
არაფერი არ გამოგივათ. ეს თქვენი „რევოლუციაც“ ჩაფლავდა. მალე შებუნძულდებით ისევ სტუდიებში და განაგრძობთ სიბინძურის ნთხევას.
მაგრამ ამჯერად უფრო მიჩმორებულად.
არაფრის ერთი ადგილი თქვენ არა გაქვთ... არაფრის!“- წერს რამიშვილი.
pia.ge