ზაზა გახელაძე - დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი - ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა

14 Jul 2021 23:07

დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, - განაცხადა გახელაძემ.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი