„არადა ეს ოთხი დამპალი არხი გათიშულები ვართ და მეტი რაღა ვქნათ?“- ნინო ჯანგირაშვილი

15 Jul 2021 00:54

ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს საიტის შეფერხებაზე საუბრობს.


როგორც ჯანგირაშვილი წერს, ოთხი არხის გათიშვის მიუხედავად, აცრის საიტი მაინც არ მუშაობს.


„არადა ეს ოთხი დამპალი არხი გათიშულები ვართ და მაინც არ მუშაობს აცრის საიტი? ვახ, მეტი რაღა ვქნათ? რით დავეხმაროთ ქოცსამშობლოს? ერთი კვირა არ ჩავირთვებით, ოღონდ თქვენ კარგად იყავით“, - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, საქართველოში დღეს ფაიზერის ვაქცინის 28 ათასი დოზა მიიღეს. აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს, საიტზე კვლავ შეფერხება იყო, რის გამოც მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დარეგისტრირება ვერ შეძლო.


pia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი