რატი ბრეგაძემ ნოტარიუსებს სიახლეები გააცნო

15 Jul 2021 17:07

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ განხორციელებული სანოტარო საქმიანობისთვის ნოტარიუსს აღარ დასჭირდება იუსტიციის მინისტრის თანხმობა. ამ  სიახლის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  და პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა ნოტარიუსებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

 

ასევე, გაუქმდა შეზღუდვა ნოტარიუსის მიერ შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ, შეიცვალა რეგულაციები ნოტარიუსთა სამუშაო დროსთან დაკავშირებით, ამასთან, სანოტარო ბიუროებში იხსნება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული შეზღუდვები.

 

რეგულაციები შემსუბუქდა და  ამოქმედდა სანოტარო მედიაცია, რაც  მნიშვნელოვანი მექანიზმია მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას.  მიწის სისტემური რეგისტრაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს სანოტარო მედიაციის ინსტიტუტი. ეს არის მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ინსტიტუტი, რომელიც მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს დავების მოგვარების პროცესს. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის მედიაციის მომსახურებით სარგებლობა უფასოა.




კომენტარები:

ფართი შოპი