WHO-ს რეკომენდაციით, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულაცია

15 Jul 2021 17:16

1. ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება WHO-ს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია WHO-ს ევროპის რეგიონის მასშტაბით.


2. ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია, რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით. 


3. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები WHO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალია. 

 




კომენტარები:

ფართი შოპი