დანგრეული სახლები, ათობით გარდაცვლილი და დაკარგული მოქალაქე - გერმანიაში წყალდიდობას უმძიმესი შედეგი მოჰყვა (ფოტოები)

15 Jul 2021 18:50

და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20-მდე გა­ი­ზარ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "დო­ი­ჩე ველე“ ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ორი მე­ხან­ძრე­ცაა. ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ის რა­ინ­ლანდ- პფალ­ცი­ან შტატ­ში 6 სახ­ლი და­ინ­გრა და ამ დრო­ის­თვის 30 და­კარ­გულს ეძე­ბენ.


"ამ­ჟა­მად სა­ხუ­რა­ვებ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლებ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ”, - გა­ნა­ცხა­და ქა­ლაქ კობ­ლენ­ცის პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კერ­მა.


გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­დი­დო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სა­ხუ­რა­ვებ­ზე 50-მდე ადა­მი­ა­ნია ჩარ­ჩე­ნი­ლი.


გერ­მა­ნი­ის არ­მი­ამ წყალ­დი­დო­ბის­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბის გა­საწ­მენ­დად 230-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და მძი­მე ტექ­ნი­კა გაგ­ზავ­ნა. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ვერ­ტმფრე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ხუ­რა­ვებ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში 200 000 ოჯა­ხი ელექ­ტო­რე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. გერ­მა­ნი­ის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უდი­დეს სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია Westnetz-ში აცხა­დე­ბენ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლო ზო­მას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბაც შე­ფერ­ხდა.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი