„არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიის დაფიქსირება“ - დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ

15 Jul 2021 19:53

დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშეა, როცა მოსახლეობას ერთმანეთს უპირისპირებენ. ტელეწამყვანის თქმით, ეს ყველაფერი არ  იყო  ქრისტიანული და ნორმალური. 


„5-ში დილას ვფიქრობდი, რომ მედიას დაარბევდნენ, ტენდენციაა ასეთი, მათ არ უნდათ განსხვავებული აზრის მოსმენა და ამ დროს ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ვართ თვალი და ყური საზოგადოების. ჩვენ ჩვენს უფლებებს ვიცავთ და გული მწყდება ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ აცნობიერებს ამას - ფუნდამენტურ უფლებებს გვირღვევდნენ 5 ივლისს. უფრო საშინელება იყო ლექსოს გატაცება, საშინელი კადრები იყო, პოლიციელები როგორ მიაქანებდნენ ლექსოს ცხედარს. არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიების დაფიქსირება და მით უმეტეს, ჩვენ თურმე რადიკალური ოპოზიციის მეხოტბეები ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. მინისტრმა ეგება გააცნობიეროს რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. დაუსჯელები დადიან ასობით და ათასობით ადამიანი, ვინც იმ დღეს ჯოჯოხეთში გამოატარა საქართველო. ეს არ უნდა მოვითმინოთ და მოვუწოდებ მას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დააკავოს ყველა. ყველა მეცოდება ვინც ასე საფლავში მიჰყვება ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებს. არ შეიძლება ხალხი წააქეზო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მომავალზე უნდა ვიფიქროთ.“, - განაცხადა დავით აქუბარდიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი