გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე კაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, კაცს სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა. მას ცოლი ერთი დღის მოყვანილი ჰყავდა... თვითმხილველების თქმით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
„ერთი გასროლის ხმა გავიგეთ, დაახლოებით 22:00 საათი იყო. სისხლი სდიოდა, ვერაფერი თქვა, მანქანაში ჩაჯდომა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ვინაა და აქ რატომ მოვიდა არ ვიცი.
სანამ სასწრაფო მოვიდა მანამდე გარდაიცვალა. თავიდან „ხლაპუშკა“ გვეგონა... მერე გავიგე ხმა, ბიჭი გდიაო და მართლა ძირს ეგდო ახალგაზრდა“,- ამბობდნენ თვითმხილველები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი 30 წლის გეგი ნიგურიანია, ხოლო მკვლელობაში ბრალდებული მისი ახალშერთული ცოლის ძმა, გეგი ღვაჩლიანია.
„ჩემო მომღიმარო, ახლა რა იქნება, როგორ ვანუგეშოთ შენი დედიკო, ჩემო პატარავ და ერთგულო“, „მხოლოდ რამდენიმე საათით შეერგო ბედნიერება ჩვენ უწყინარ და კეთილშობილ გეგის. უფალო რატომ დაუშვი ეს უბედურება, რატომ?“„ღმერთო როგორ მენანები და მეცოდება შენი დედიკო“, „ყველაზე მართალი ბიჭი აღარ გვყავს“, - უწერენ სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, თვითმხილველების თქმით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია გ.ღ., რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
pia.ge