“ამ ხელისმოწერის შემდეგ, როგორ უნდა მოსთხოვო ვინმეს საპროტესტო აქციაზე გამოსვლა?!” – თაკო ჩარკვიანი

15 Jul 2021 21:07

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:


“ახლა ორი მარტივი წინადადებით ავხსნი კიდევ ერთხელ, რატომ არ მოვაწერე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი:ერთი პუნქტის – ამნისტიის გამო!!!


ესე იგი: მე მოქალაქე საპროტესტო აქციაზე რომ წავალ და ხელისუფლება თავის დაქირავებული ბანდიტებით თვალებს დაგვთხის, ამის შემდეგ ოპოზიციამ ჩვენი ( ჩემი) მოქალაქეების “თვალებისდამთხრელების” – გამოშვებას – ამნისტიას ხელი უნდა მოაწეროს??!


და ამ ხელისმოწერის შემდეგ, როგორ უნდა მოსთხვო ვინმეს საპროტესტო აქციაზე გამოსვლა?! და რა უნდა მეთქვა იმ ხალხისთვის თვალები რომ დაკარგეს და სამუდამო ტრამვები რომ მიიღეს?!


ასე, რომ დიახ, არ მოვაწერეთ ხელი ( საპარლამენტო ოპოზიციიდან ) არც მე -პარტია “კანონმა და სამართალმა “და არც ნაციონალურმა მოძრაობამ! და ეს იყო სწორი, რადგან ადამიანურ ღირებულებებს მორალს აცდენილი პოლიტიკაა, რაც ერთ წრეზე გვატარებს 30 წელია!”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი