სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გამართა

15 Jul 2021 21:48

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით.


საბჭოს სხდომაზე განიხილეს 2021 წელს რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელ ნუსხაში პროექტების დამატების საკითხი.


სხდომაზე, სახელმწიფო რწმუნებულის მიერ რეკომენდაციები მიეცათ მერებს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით.


საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ:  ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.


სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.





კომენტარები:

ფართი შოპი