ხატია დეკანოიძე - ვართ ძალიან დიდ სიბნელეში, საიდან გამოსვლაც შეიძლება მერე ძალიან გაგვიჭირდეს, ცეცხლთან თამაშია - ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დამოუკიდებლობის ერთ-ერთი დიდი იდეა საფრთხის წინაშეა

16 Jul 2021 01:01

ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული რეჟიმის ბნელ ანასხლეტად განვიხილავ, ახლა მთავარია ამ ადამიანს ჩამოცილდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მართვაზე იმიტომ, რომ ვართ ძალიან დიდ სიბნელეში, საიდან გამოსვლაც შეიძლება მერე ძალიან გაგვიჭირდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


მისივე თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ მაქსიმალურ სტრესში უნდა იყოს.


„ახლა მთავარია დაუყოვნებლივ დააკავონ ის ადამიანები, ვისი გვარებიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ის ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ და ორგანიზებას უკეთებდნენ ძალადობრივ ჯგუფებს და მთავარია, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული რეჟიმის ბნელ ანასხლეტად განვიხილავ, ახლა მთავარია ამ ადამიანს ჩამოცილდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მართვაზე იმიტომ, რომ ვართ ძალიან დიდ სიბნელეში, საიდან გამოსვლაც შეიძლება მერე ძალიან გაგვიჭირდეს. ცეცხლთან თამაშია ეს, ამიტომ სახელმწიფოს მომავლით, ადამიანებით მანიპულაციები და თამაში არავის არ ეპატიება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურ სტრესში იყოს „ქართული ოცნება“, - განაცხადა დეკანოიძემ.


ამასთან, დეკანოიძე გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში და ასევე, ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულ წერილს და აღნიშნა, რომ შარლ მიშელის გზავნილი იქნება ის, რაც ელჩების წერილში ეწერა.


დეკანოიძის თქმით, აღნიშნულ წერილში ასახულია, რომ დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის იდეა საფრთხის ქვეშ დგას.


„შარლ მიშელის შეთანხმება და ზოგადად მთელი ღირებულებითი სისტემა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ჩვენი თაობის და მთელი ამ წლების მონაპოვარი იყო, დამოუკიდებლობის ერთ-ერთი დიდი იდეა საფრთხის წინაშეა. ევროკავშირმა გომელაურს წერილი მისწერა, რომელიც ძალიან მძიმე წერილია, მე წარმოდგენა არ მაქვს ეს ადამიანი ან ღარიბაშვილი თანამდებობაზე როგორ უნდა იყვნენ. ამ წერილში ასახულია, რომ ის რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების ძირის გამოთხრას ემსახურება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეალობაში აშკარად ვხედავთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი