„პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული“ - ამირან გამყრელიძე

16 Jul 2021 01:16

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს ხოლო ორჯერადად აცრილებთან დაკავშირებით კი ახლა მიმდინარეობს კვლევა.

 

„ერთხელ აცრილებში გვაქვს 0,8 პროცენტამდე ინფიცირება, ხოლო ორჯერადად აცრილებში არის 0,3% არის დადებითობის მაჩვენებელი.


პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული, მხედველობაში მაქვს COVID 19-ით გარდაცვალება. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით.


ჩვენი მეექვსე ანგარიში (6 თვიანი) ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი