შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთავში მომხდარი მკვლელობა "გრძელ თმასა და ქოლგას" უკავშირდება

16 Jul 2021 04:16

"გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება და არის დეზინფორმაცია",- ასე ეხმაურება შს სამინსიტროს პრესსამსახური საინფორმაციო პორტალ "მხარესთან" საუბრისას სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, აბულაძისა და მისი მეგობრის გარეგნობა არ მოეწონა, რადგან ერთს გრძელი თმა ჰქონდა, მეორეს კი ქოლგა ეჭირა." 


"გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ერთმანეთისთვის უცნობმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმა, ერთმანეთს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - განმარტავენ უწყებაში. 


ცნობისთვის:  ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან - გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.






კომენტარები:

ფართი შოპი